40 წელია ქობულეთის ავტობუსების ფარეხში ასფალტის საფარი ვერ დაიგო

18 თებერვალი 2019, 00:00 2572 ნახვა

ფოტო: ლოლა ტომასიანი

ქობულეთში შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“ ტერიტორია, რომელიც  ერთ ჰეკტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს,  თითქმის ორმოცი წელია მოუწესრიგებელია.  ტერიტორიაზე არსადაა დაგებული ასფალტის საფარი,   ორმოები  კი აზიანებს მოძველებულ ტექნიკას, რომელიც ფარეხში დღეში რამდენჯერმე შედის.  მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ სიტუაცია წვიმიან ამინდიში  კიდევ უფრო მძიმდება. 

ტერიტორიაზე  საოფისე ფართები, მუნიციპალური ფარეხი და  ავტობუსების სარემონტო სამუშაობებისთვის ე.წ. “ ბოქსებია“ განთავსებული.

 „პრობლემა მწვავეა  როგორც ქვეითებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.  ტერიტორია საკმაოდ  დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე,  ვთლით, რომ საკმარისი იქნება ბეტონის საფარით ნაწილი მოწესრიგდეს, რაც 600-დან 700 კვ.მ  მოიცავს და დაახლოებით ორმოცი ათას ლარი ჯდება.  ჩვენი სახსრებით, ორ კვირაში ერთხელ,  ტრაქტორით ვასწორებთ და ვასუფთავებთ დაზიანებულ მიწის საფარს, მაგრამ ყოველი გაწვიმების შემდეგ, ისევ ჩნდება  ორმოები,  გუბეები და ტალახი. ხშირად დასუფთავებული  გარეცხილი ავტობუსები  გარაჟიდან  ისევ გასარეცხია.  ამორტიზირებული გზა ავტოსატრანსპორტო მდგომარეობაზეც მოქმედებს“ ,- ამბობს შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“  ხელმძრვანელი მერაბ პაპუნაიშვილი.

ავტოფარეხის მოუწესრიგებლობა აწუხებთ მძღოლებსაც, რომლებიც პრობლემაზე ღიად საუბრობენ.  „მზიან ამინდში მტვერი, წვიმაში კი ტალახი აუტანელია. მოუწესრიგებელი გზის გამო, ხშირად სხვადასხვა ნაწილის შეცვლაც გვიწევს“ - ამბობს ავტოტრანსპორტის წარმომადგენელი.

შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“  ბიუჯეტი 297 ათასი  ლარია,  ამის გარდა სამსახურს საკუთარი  შემოსავლებიც აქვს. სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თანხები მწირია და  არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისი.  ავტოფარეხის ტერიტორია მხოლოდ  „ქობუელთის ტრანსლეგულირებას“  არ ეკუთვნის, 2007  წლიდან  იგი  ორ ნაწილად გაიყო.   ნაწილი შპს „ქობულეთის სოფლის წყალს“ გადაეცა, რომლის საოფისე ფართი შემოსასვლელ ნაწილშია განთავსებული.

ქობულეთის მერიიაში ამბობენ, რომ პრობლემებს იცნობენ.  ქობულეთის  მერის მოადგილის დავით ვერულიძის განმარტებით,  უახლოეს მომავალში ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება და ეს საკითხი შესაძლოა გაითვალისწინონ.

2017 წელს,  როცა ქობულეთს მერად მირიან ქათამაძე დაინიშნა, მერი მუნიციპალურ ფარეხში მივიდა და  ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს პრობლემის მოაგვარებას დაჰპირდა. თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა ეს საკითხი ბიუჯეტში ცალკე არ შეუტანიათ.

რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ავტოფარეხის მოსაწესრიგებლად  ბიუჯეტში თანხები? ამ კითხვით ქობულეთს მერს მირიან ქათამაძესაც მივმართეთ, თუმცა გვითხრა, რომ თათბირზე იყო და პრესსამსახურის მეშვეობით მოგვიანებით შევხმიანებოდით.

ყოველდღურად შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ ავტოფარეხში ათი ე.წ.  ყვითელი ავტობუსი და ორმოცამდე სამარშუტო ტაქსი შედის.  ტრანსპორტი ემსახურება, როგორც ქალაქ ქობულეთს, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებს.  

ავტორი: ლოლა ტომასიანი 

 

ამავე კატეგორიაში