ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მორიგი პროტესტი

16 თებერვალი 2019, 00:00 6155 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, მედპერსონალმა  მორიგი აქცია გამართა.  შეკრებილების განცხადებით სახელმწიფო, რესპუბლიკური საავადმყოფოს იჯარით გაცემას აპირებს და მას სახელმწიფო საავადმყოფოს სტატუსი არ ექნება. ფიქრობენ, რომ კერძო კომპანიის მფლობელობაში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი გაუარესდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვისთვის, ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ, უწყების ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალიშენობა სახელმწიფო საკუთრებაა და მისი გასხვისება არ განიხილება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია საბიუჯეტო თანხებით მიმდინარეობს და სამუშაოებს „საბა კონსტრაქშენი“ ასრულებს.

საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო.

ამავე კატეგორიაში