ჩაისუბანში უძველესი რკინის სადნობი ქურის ადგილზე მუზეუმის მოწყობას გეგმავენ

14 თებერვალი 2019, 00:00 5423 ნახვა

ჩაქვში შესაძლოა მალე ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდეს. საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ჩაისუბანში მუზეუმისთვის სივრცის გამოყოფას. ეს ის ადგილია, რომელსაც შესაძლოა მალე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს.

საუბარია მთავრობის ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის სადნობი სახელოსნო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უძველეს კოლხთა ფოლადის საწარმო დაახლოებით ძვ.წ. აღ. X საუკუნით თარიღდება. ექსპედიცია დაახლოებით 20 წლის წინ ჩატარდა, მას პროფესორი გია თავამაიშვილი ხელმძღვანელობდა.  

საინიციატივო ჯგუფს კი  „მამულიშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. ქობულეთის მერია თანახმაა აღნიშნულ პროექტს დაუჭიროს მხარი და მიწის გადაცემის საკითხში ინიციატორებს აჭარის მთავრობასთან უშუამდგომლოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში