''დიალოგი, ტოლერანტობა და მშვიდობა'' - 2019 წელს მსოფლიო რადიოს დღეს ამ გზავნილით აღნიშნავს

13 თებერვალი 2019, 00:00 1674 ნახვა

 ''დიალოგი, ტოლერანტობა და მშვიდობა'' - 2019 წელს მსოფლიო რადიოს დღეს სწორედ ამ გზავნილით აღნიშნავს.  

რადიოს საერთაშორისო დღე, ბოლო რვა წელია 13 თებერვალს აღინიშნება. იგი იუნესკოს გადაწყვეტილებით პირველად 2011 წელს აღნიშნეს. თარიღი სპეციალურად შეირჩა, რადგან 1946 წელს, სწორედ ამ დღეს  დაიწყო გაეროს რადიომ მაუწყებლობა. იუნესკოს განმარტებით, რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგებაა.

ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, რადიო კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში, 1921 წლის ნოემბერში დაიწყო, საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს.

88 წელს ითვლის აჭარის რადიო, რომელიც მსმენელს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას და ზრუნავს მათ განწყობაზე ტალღაზე FM 104,5.

ამავე კატეგორიაში