მსუბუქი ავტომობილი 25 წლის კაცს დაეჯახა

11 თებერვალი 2019, 00:00 4745 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 25 წლამდე კაცს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ბრიგადამ დაშავებული ''მედცენტრში'' გადაიყვანა.

 კლინიკა მედცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულს ტრავმული შოკი აქვს. ექიმების თქმით, დაშავებული კონტაქტური იყო, მას თავის ქალის დახურული ტრავმა და ღია ჭრილობები ჰქონდა. ამ ეტაპზე უტარდება გამოკვლევები. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ სწრაფად მიმავალ ავტომობილს ბიჭმა გზა გადაუჭრა.

ამ დროისთვის ფარნავაზ მეფის #64 ნომერთან გზის მონაკვეთი ჩაკეტილია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში