ოპოზიცია განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს

08 თებერვალი 2019, 00:00 1289 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის ორდღიანი მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღეს დასრულდა. ხმაურიანი იყო ფრაქციების სხდომა, მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებით ოპოზიცია აკრიტიკებდა, მას კიდევ ერთხელ მოუწოდეს რომ დატოვოს თანამდებობა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებები რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.

მიხეილ ბატიაშვილ კი ამბობს, რომ დღეს ტყუილის და შეურაცხყოფის გარდა, არცერთი დასაბუთებული მოსაზრება არ მოუსმენია. ბატიაშვილმა გუშინ წარადგინა პარლამენტში განათლების რეფორმა - საუბარი იყო სკოლებში გამოცდების გაუქმებაზე, ასევე ზოგადი უნარების სავალდებულო საგნებიდან ამოღებაზე. მასწავლებელთა ახალ სქემაზე, ანაზღაურებასა და სამომავლო გეგმებზე.

ამავე კატეგორიაში