აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი კაცი გარდაიცვალა 

08 თებერვალი 2019, 00:00 1491 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ გარდაცვლილ 73 წლის კაცს H1N1 ტიპის ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. რეგიონში ე.წ ღორის გრიპით გარდაცვალების ეს მერვე შემთხვევაა.

უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. პაციენტი კლინიკა ''მედინაში'', დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, გრიპსა და პნევმონიაზე მკურნალობდა.

კლინიკური მენეჯერის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, 73 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება გრიპის გავრცელების მაჩვენებლს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დინამიკამ იკლო. ამ დროისთვის კი რეანიმაციაში 5 პაციენტი რჩება.

ამავე კატეგორიაში