ვინ აზიარებს დეკანოზ გიორგი მამალაძეს?

06 თებერვალი 2019, 00:00 1558 ნახვა

პროტესტის მესამე დღე. გიორგი მამალაძის ოჯახს წევრებს საპატრიარქოსთან კარვები ისევ აქვთ  გაშლილი.   დაკავებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ  იგი საპატრიარქოში  მეუფე ანდრია გვაზავამ   დაიბარა და უთხრა, რომ კარავი აიღოს და  ბათუმში მეუფე დიმიტრისთან, იქ გამართოს საპროტესტო აქცია“ .  დეკანოზის ოჯახის წევრები სასულიერო პირის   ზიარებას ითხოვენ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს, გიორგი მამალაძის ზიარების უფლება მისცა, თუ ისინი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.  ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქომ  გუშინ გაავცელა. მასში ნათქვამია,  რომ კათოლიკოს პატრიარქის  გადაწყვეტილებით  ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა'' .

ამ განცხადებას გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი.  ციტატა:   “მე ვისურვებდი, რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან. დღემდე არათუ ზიარება სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მასთან”. 

ამავე კატეგორიაში