რეპერი ''შავი პრინცი'' გარდაიცვალა

05 თებერვალი 2019, 00:00 4867 ნახვა

ჰიპ-პოჰ არტისტი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

მომღერლის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე მისი მეგობრები ერეკლე დეისაძე და რეპერი ჯერონიმო წერდნენ. 

ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მუსიკალური საქმიანობა 90-იან წლებში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2000 წელს გახდა. 

1995 წელს მან ჯგუფი "ძებნილი" შექმნა.

რეპის მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კომპოზიციები “ავიარე-ჩავიარე” და “მი ბანდიტო”.

ამავე კატეგორიაში