ბუნებრივი აირის მიწოდება 4 500 აბონენტს შეუწყდა

04 თებერვალი 2019, 00:00 1993 ნახვა

ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 4500 აბონენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „სოკარი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით ავარიის შედეგად დაზიანდა 300-მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შეწყდა აირის  მიწოდება.

ამბობენ, რომ ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს მილსადენის აღდგენითი სამუშაოები და ავარიის სრულად ლიკვიდაცია უახლოეს საათებში დასრულდება. გაზმომარაგება კი დილიდან ეტაპობრივად აღდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ დანადგარების ჩართვისას, ახლა კი ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

ამავე კატეგორიაში