უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლისას უნარების გამოცდის მოხსნას სტუდენტები მოითხოვენ

04 თებერვალი 2019, 00:00 3644 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროსთან სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ბათუმში მობილობით გადმოდიან. ისინი საქართველოს უნივერსიტეტებში დასაბრუნებლად ზოგადი უნარების გამოცდის მოხსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   საქართველოში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში აღნიშნული გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ.

 ბათუმში ასეთი 200-მდე სტუდენტია, მათ შორის საზღვაო აკადემიიდან ,  რომლებიც მოქმედი მეზღვაურები არიან. ამბობენ, რომ ზოგადი უნარების გამოცდები შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებულების შემდეგ შეეხო. აქციის მონაწილე სტუდენტებს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში