''ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა'' - აქცია საპატრიარქოსთან

04 თებერვალი 2019, 00:00 4352 ნახვა

''ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა'', ''თავისუფლება უკანონო პატიმარს'' - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ისინი მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვენ. 

გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და უკვე მეორე წელია ზიარებას ითხოვს. 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის წარმომადგენლისგან, ჯერ კიდევ შობამდე მიიღეს პირობა, რომ დეკანოზს აზიარებდნენ.

ე.წ. ''ციანიდის საქმეზე” დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  გიორგი მამალაძე 2017 წლის 13 თებერვალს დააკავეს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში