ბრძოლა გარევაჭრობასთან

02 თებერვალი 2019, 00:00 2230 ნახვა

წერეთლისა და ფალავანდიშვილის ქუჩებზე გარევაჭრობა აიკრძალა, ტერიტორიები ჯიხურებისგან გაწმინდეს და გაამწვანეს. ამას მოვაჭრეების პროტესტი მოყვა. ისინი გარკვეულწილად გარანტიებს  ითხოვენ იმისთვის, რომ მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ბათუმის ავტოსადგურში მათი საქონელი გაიყიდება.

ამისთვის კი საჭიროა გარევაჭრობისგან გაწმენდილ ქუჩებზე სხვა მოვაჭრეები არ განლაგდნენ ან კიდევ, ამ ტერიტორიებიდან გაყვანილი მოვაჭრეების არც ერთ წარმომადგენელს უკან დაბრუნების და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მიეცეს. მათი ვარაუდები ლეგიტიმურია, რადგან ქუჩების გარევაჭრობისგან გათავისუფლების მცდელობა ბათუმში არაერთხელ გვინახავს, თუმცა საბოლოო შედეგი-არც ერთხელ. 

ამავე კატეგორიაში