ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ტერიტორიასთან ახლოს მთის ფერდობი იწვის [ვიდეო]

31 იანვარი 2019, 00:00 8781 ნახვა

ხანძარია ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მთის ფერდობზე იწვის სავარაუდოდ ეკალ-ბარდი. ადგილზე ამ წუთებში 5 სახანძრო მანქანა და ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებულ. ამბობენ რომ, ფერდობი რთულად მისადგომია, ცეცხლი კი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ადგილობრივების თქმით, ტერიტორია სადაც ხანძარია, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული დასახლებული პუნქტიდან.

ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და დეტალები 21 საათზე მთავარში

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში