შეთანხმება გარემოვაჭრეებსა და მერიას შორის

29 იანვარი 2019, 00:00 2042 ნახვა

გარემოვაჭრეებმა აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ბათუმის მერიამ მათ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სპეციალური ღია დახლების მოწყობა შესთავაზა. მხარეებმა შეთანხმებას ორ დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ  მიაღწიეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, გარემოვაჭრეები მერიის შენობაში მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხვდებოდნენ.

ბათუმის მერია თავდაპირველად ამ მოქალაქეებს, ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული შენობის, მეორე სართულზე სთავაზობდა გადასვლას. რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.  ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე სულ მოეწყობა 150-მდე სავაჭრო ფანჩატური.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში