აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან

29 იანვარი 2019, 00:00 1698 ნახვა

აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კონგრესის მონაწილეებს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში