''მინისტრი'', ''მინისტრი'' - მოსწავლეები მთავრობის სახლთან მივიდნენ

29 იანვარი 2019, 00:00 12011 ნახვა

მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები. ''მინისტრი'', ''მინისტრი'' სკანდირებენ ისინი და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

მანამდე კი, საპროტესტო აქციას ევროპის მოედანზე გამართეს.

ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილი, დღეს გაკვეთილებზე არ შევიდა.

ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საატესტატო გამოცდები მათთვისაც უნდა გაუქმდეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.

მე-11 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 2019 წელს აღარ ჩააბარებენ, თუმცა ამ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს. 

სკოლის დასრულებიდან რამდენიმე თვეში კი, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაეწყებათ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში