2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

28 იანვარი 2019, 00:00 2015 ნახვა

წელს მე-11 კლასში გამოცდები აღარ ჩატარდება, მომავალი წლიდან კი მე-12 კლასშიც გაუქმდება. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება 2020 წლიდან,  ეროვნული გამოცდები სამ საგანში ჩატარდება. რაც შეეხება მესამე სავალდებულო საგანს, ის განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  აბიტურიენტებისთვის  შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ნუსხა. უწყების განმარტებით, ცვლილებები გამოწვეულია  არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირების, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდისა და მშობლებისათვის ნაკლები დანახარჯების გამო. ახალი მოდელის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში