ნინო ქათამაძე და ბათუმის კაპელა ხვალ კონცერტს გამართავენ

26 იანვარი 2019, 00:00 1750 ნახვა

ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ერთობლივი კონცერტისთვის ემზადებიან. კონცერტი ხვალ ხელოვნების ცენტრში გაიმართება.  მუსიკალური საღამოს მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ რეპეტიცია გაიარეს. პროგრამა საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება, საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება რეპერტუარი, შესრულდება ცნობილი კომპოზიციები. მაყურებლისთვის ორგანიზატორები სიურპრიზსაც ამზადებენ. 

პროექტის ავტორის განცხადებით, საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას იუბილესაც ეძღვნება, რომელსაც წელს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. კონცერტის ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრია.  ნინო ქათამაძე ბათუმში კონცერტს წელს მეორედ მართავს, პოპულარული მომღერალი ახალი პროგრამით მაყურებლის წინაშე 2 იანვარს სადღესასწაულო საღამოზე წარსდგა.   

ამავე კატეგორიაში