''ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

24 იანვარი 2019, 00:00 1570 ნახვა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს უკვე ერთი საათია.   მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. იმსჯელებენ  უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხზე,  რომლის გამოც  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ეკა ბესელიამ. უმრავლესობის წევრმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ელოდება შინაარსობრივ და არგუმენტირებულ მსჯელობას.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში