წითელას შემთხვევები 9-მდე გაიზარდა

23 იანვარი 2019, 00:00 1883 ნახვა

ე.წ. ღორის გრიპისგან განსხვავებით, მზარდია დინამიკა წითელას შემთხვევაში. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფექციით, დაავადებულთა 9 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა აქედან მხოლოდ ერთია ლაბორატორიულად დადასტურებული.

ამ დორისთვის სტაციონალურ მკურნალობას ინფექიურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი, 30 წლის კაცი  გადის, სწორედ,  ეს ასაკია რისკ ჯგუფი. სპეციალისტები 20 დან 45 წლამდე მოქალაქეებს,  აცრების გარდა  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებიკენ მოუწოდებენ.

წელს წითელას ვაქცინა 600 ზე მეტ მოქალაქეს გაუკეთდა. ინფექციის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაცია პენიტენციურ დაწესებულებებშიც დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში