წითელას აცრა საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის სავალდებულო გახდა

21 იანვარი 2019, 00:00 2113 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უახლესი განკარგულებით - აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის მოზარდებს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეთ - ამ საკითხის განხილვა იმ შემთხვევაში დაიწყება თუ ახალგაზრდები და მოზარდების მშობლები 2 თვეში არ წარადგენენ სტატუსს წითელას აცრაზე. მკაცრი სანქცია ქვეყნის მთავრობის მეთაურმა 2 დღის წინ გამოსცა.

ცნობისთვის წითელას აცრა ეროვნული კალენდრის მიხედვით ისედაც სავალდებულო აცრების სიაშია შეტანილი, თუმცა სანქცირება აქამდე არ იყო გათვალისწინებული. წითელას ვირუსით ამ ეტაპზე საქართველოში 350-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. 2 შემთხვევაა რეგისტრირებული აჭარაში, თუმცა გავრცელების რისკი მაღალია. შესაბამისად ჯანდაცვის ორგანიზაციები ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მოუწოდებენ მოქალაქეებს შეამოწმონ აცრის სტატუსი და იმუნიტეტის არმქონეებმა გაიკეთონ აცრა. რისკ-ჯგუფში არიან 15-დან 40 წლამდე ადამიანები. ვაქცინაცია უფასოა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში