წითელას ვაქცინაციაზე კონტროლი მკაცრდება

21 იანვარი 2019, 00:00 1692 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში გრიპის ვირუსის გავრცელების დინამიკა შესუსტდა. ნაკლებია მიმართვიანობა პირველად ჯანდაცვის ცენტრებში, შემცირებულია სტაციონალური შემთხვევებიც. გრიპის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით წითელას ინფექცია ვრცელდება. ეპიდაფეთქების ფონზე შემთხვევები ნაკლებია აჭარაში. რეგიონში მხოლოდ ორი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

პროფილაკქტიკის მთავარ მეთოდად  ვაქცინაცია ითვლება, ამიტომაც მედიკოსები მოსახლეობას აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. რეკომენდაცია ყველა ასაკის მოსახლეობას ეხება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მთავრობის 18 იანვრის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის იმუნიზაცია სავალდებულოა და ვაქცინაციაზე უარი სანქციით დაისჯება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში