არშემდგარი ტენდერი

19 იანვარი 2019, 00:00 1116 ნახვა

ქობულეთში  მიუსაფარ ცხოველების გაუვნებელყოფის  მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ  შედგა. მერიას 2019 წლისთვის 40 000 ლარი აქვს გამოყოფილი იმისთვის , რომ  ტენდერით გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩებიდან  მიუსაფარი ცხოველები  ვეტერინარულ კლინიკაში უნდა გადაიყვანოს , კასტრაცია სტერილიზაცია,ვაქცინაცია  ჩაუტაროს და  შესაბამისი  მარკირება გაუკეთოს.

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში კი ცხოველს ევთანაზია ჩაუტარდება. შესყიდვების სააგენტოს  ოფიციალურ გვერდზე ჩანს, რომ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო , მერიაში აცხადებენ , რომ  ელექტრონულ ტენდერს  უახლოეს დღეებში  ისევ გამოაცხადებენ . ქობულეთიდან მიუსაფარი ცხოველები ბოლოს  დეკემბერში გაიყვანეს ,ახალი კომპანიის გამოვლენამდე კი ცხოველების გაუვნებელყოფა ვეღარ მოხდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში