ბათუმის ბულვარის დირექტორს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

19 იანვარი 2019, 00:00 1307 ნახვა

ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე დავით სურგულაძე იქნება. კიდევ ორი მოადგილის თანამდებობებს კი სოფო გუჯაბიძე და  სოფიო ლაზიშვილი დაიკავებენ. მოადგილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარტივებული კონკურსის წესით შეარჩია.

დავით სურგულაძე ბოლოს ლაზიკა კაპიტალში საქმიანობდა. სოფო გუჯაბიძე კი აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის მთავრობის აპარატში შვებულებიდან აღარ დაბრუნდა. სოფო ლაზიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში