21 იანვარს სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება

18 იანვარი 2019, 00:00 2692 ნახვა

ორშაბათიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, რადგან კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა შემცირდა, თუმცა თებერვლიდან გრიპის ვირუსის ახალი ტალღის დაწყებაზე საუბრობენ.

ამიტომ მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ დროულად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საფრთხის გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა სწავლა ისევ შეწყდეს. ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში აქტიურად ამუშავებენ ინვენტარს სპეციალური ხსნარებით.

რა რეკომენდაციები აქვთ და რას პროგნოზირებენ ექიმები?

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში