ხულოში ყინვაგამძლე ნიორი მოჰყავთ

18 იანვარი 2019, 00:00 1805 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, ფერმერები კარტოფილის ნივრით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ. წელს პირველად დათესეს ამ სოფელში ნიორი. ამბობენ, რომ თუ მოსავალი ნაყოფიერი და მომგებიანი იქნება მომავალში უფრო მეტს დათესავენ.

თესლი ფერმერებმა, სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში 80-პროცენტიანი თანადაფინანსებით შეიძინეს. ისინი ხელშეწყობას ითხოვენ მოსავლის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საკითხში. ცნობისთვის, ნიორი ევროპაში 2016 წელს, პირველად სოფელი კალოთადან გაუტანიათ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი