სპორტის სიახლეები

17 იანვარი 2019, 00:00 1546 ნახვა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი რეიტინგი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მანამდე კი, ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-19 პოზიციაზე გადაინაცვლა.ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანელმა კაილ ედმუნდმა მეორე წრის მატჩი წააგო. ედმუნდი შარშან, ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მიაღწია და წელს, მეორე წრიდან გავარდნის გამო, 710 სარეიტინგო ქულა დაკარგა შესაბამისად მე-14  ადგილიდან 28-მდე გადაინაცვლა. სწორედ ამის წყალობით შეძლო ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ბასილაშვილმა. 

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა, რისი მიზეზიც ტრავმა გახდა. ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ასპარეზობა მაინც გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა სუმოტორი მტკივან ფეხზე დაყრდნობას საერთოდ ვერ ახერხებდა და ასპარეზობის გაგრძელებასაც აზრი აღარ ჰქონდა. ლევანმა ფეხზე მკურნალობა უკვე  დაიწყო, ქართველ სუმოისტს, იანვრის  ბაშოზე  უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში დაუფიქსირდა და ახლა, ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, მარტის ბაშოზე მინიმუმ რვა ორთაბრძოლის მოგება მოუწევს.რაც შეეხება გაგამარუს მან მესამე გამარჯვება მოიპოვა.ჯურიოს მე-14 ნომერმა 39 წლის ვეტერანი ტაკეკაძე მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს და ჯურიოს მე-13 ნომერ კიოკუშუჰოს ხვდება.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში ემზადება. როგორც იცით ევროპის ჩემპიონატი ბათუმში  3-დან 13 აპრილის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა დუშეთში უკვე გამართა პირველი ვარჯიში. ნაკრებთან ერთადაა მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორი, 3 ოქროს მედლის მფლობელი და მსოფლიოს 7-გზის რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულ პირებს დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, აკადემია მზად არის, დაზარალებულებს სასტუმროს ტიპის ოთახები გამოუყოს.ინფორმაცია აკადემიის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქება გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი