ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობას დილიდან სწავლობენ სპეციალისტები

17 იანვარი 2019, 00:00 1440 ნახვა

ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობას დილიდან სწავლობენ სპეციალისტები.  როგორც თბილისის მერიის ლაბორატორიის სამსახურში განაცხადეს, შესწავლის შემდეგ დადგინდება დაზიანების ხარისხი, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა რა ტიპის ზიანი მიადგა შენობას და  ასევე  შესაძლებელია თუ არა მასში ცხოვრება.

პირველადი მონაცემებით კი  კორპუსის მზიდი კონსტრუქციები დაზიანებული არ არის. შემთხვევის ადგილზე დილიდან განაახლეს მუშაობა  სამართალდამცველებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმაც.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ენერგოომბუდსმენმა. მისი  აპარატის განცხადებით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში