შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან

15 იანვარი 2019, 00:00 1610 ნახვა

სეზონური ავადობის დინამიკა შემცირდა, ასევე იკლო  სასწრაფო გამოძახებებისა და ამბულატორიული მიმართვიანობის რიცხვმაც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. თუმცა უწყება მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დაავადების დაწყების პირველივე ეტაპზე მიმართონ ოჯახის ექიმს.

დავით სერგეენკო  პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისაუბრეს ბოლო მონაცემებსა და საჭიროების შემთხვევაში დასაგეგმ ნაბიჯებზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება დაწესდება თუ არა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში