ხულოში ხანძრმა 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა

14 იანვარი 2019, 00:00 7316 ნახვა

ხულოში, სოფელ ქედლებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის დროს, ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. 

დამწვარია სახურავი, ფანჯრები და ხის იატაკი. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის, რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ხულოს მერია შავაძეების 5 წევრიან ოჯახს დროებით ქირით გაიყვანს. შემდეგ კი, ოჯახისთვის მატერიალური დახმარების გაწევის საკითხზე, სპეციალური კომისია იმსჯელებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში