სოფელ მახალაკიძეებში განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვენ

11 იანვარი 2019, 00:00 4697 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ, 2-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა საპროტესტო აქციები განაახლოს. ამის შესახებ ის 40-მდე ოჯახი აცხადებს, რომლებიც განსახლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჰესისთვის კაშხლის მშენებლობა დასრულდა, თუმცა მათთვის შექმნილი პრობლემები გრძელდება.

ირწმუნებიან, რომ სწორედ ჰესისთვის განხორციელებული სამუშაოების შედეგია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურება, წყლების დაშრობა და სახლების დაბზარვა.

სამუშაოებსა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის კავშირს უარყოფენ „აჭარისწყალი ჯორჯიაში,“ კომპანიაში მათ მიერვე ჩატარებულ გეოლოგიურ კვლევებს იშველიებენ. ადგილობრივი მთავრობა კი მოქალაქეებს კვლავ 25000-ლარიან პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში