''ნამეს'' ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

08 იანვარი 2019, 00:00 1998 ნახვა

ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა.  

ქართველი ოპერატორის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოლებენ ფილმების Girl და The Rider  ოპერატორები. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს.  

გამარჯვებულების ვინაობა  9 თებერვალს გახდება ცნობილი. 

ამავე კატეგორიაში