პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

07 იანვარი 2019, 00:00 1675 ნახვა

ოჯახი, სიტყვის თავისუფლება, სკოლა და მომავალი თაობისთვის შესაბამისი განათლება, აზარტული თამაშები და ურთიერთპატივისცემა“-ეს არის გზავნილები რომელიც კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია

,,არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“-წერია  ეპისტოლეში. წელსაც პატრიარქმა ყურადღება აბორტზე გაამახვილა. 

საშობაო ეპისტოლეში  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა იმ პრობლემებზე ისაუბრა,  რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ერთ-ერთი ასეთი  ოჯახის სიმტკიცე და მისი შენარჩუნება იყო. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს, ასევე ცოლ-ქმარმა შვილები ჩხუბსა და დაძაბულობას უნდა განარიდონ. პატრიარქმა აღნიშნა, რომ  მშობლების განშორება  შვილებზე განსაკუთრებით მძიმე კვალს ტოვებს.

„სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულ მშობლებს შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ, აღზრდის ფუნქცია სკოლის პედაგოგებმა უნდა შეასრულონ -  ამის შესახებ  ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ეპისტოლეში  აღნიშნულია , თუ რაზე უნდა გამახვილდეს სკოლებში ყურადღება. პატრიარქის ერთ-ერთ ერთი გზავნილია, რომ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეების აღზრდას.

საშობაო ეპისტოლეში საუბარია აბორტზე , აზარტულ თამაშებზე და უზნეო ცხოვრების წესით ცხოვრებაზე, რომელმაც ათასობით ახალგაზრდა შეეწირა.  ილია მეორე მოუწოდებს მრევლს, არ დაკარგოს მომავლის იმედი, მოყვასის სიყვარული და ყველა გამოწვევას სიკეთით უნდა  უპასუხოს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საშობაო ეპისტოლეშია საუბარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. პატრიარქი აღნიშნავს, რომ  სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქვეყნისთვის, თუმცა ის ხედავს საფრთხეებსაც.  პატრიარქი ამბობს, რომ ხშირად ხდება  რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლების  ბოროტად სარგებლობა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი