შუახევში 10 სოციალური პროექტი განხორციელდება

04 იანვარი 2019, 00:00 2130 ნახვა

შუახევის მერია 2019 წელს 10 სოციალური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა თვითმმართველობას უკიდურესად გაჭირვებული  ოჯახებისთვის  სახლების შესყიდვის პროგრამისთვის აქვს გათვალისწინებული.

პროექტისთვის  მერია დაახლოებით 150 ათას ლარს დახარჯავს. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  გასული წლების მსგავსად შესაძლებელია ასევე ბიუჯეტის ცვლილების დროს  მიზნობრივი პროგრამების დამატებაც.  ამჟამად მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მერიამ სოციალური  პროგრამებისთვის 364 ათას  614 ლარი გაითვალისწინა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში