მთავრობის თავმჯდომარე ქუჩების რეაბილიტაციას გაეცნო

02 აგვისტო 2016, 00:00 3610 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ქუჩების  რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.  ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან ერთად 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის სავალი ნაწილის მოასფალტება უკვე დასრულდა და ტროტუარების ფილებით მოწყობა მიმდინარეობს. ანალოგიური სამუშაოები ტარდება პუშკინის, გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, ასევე ჭავჭავაძის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს  შორის  ტერიტორიაზე. აღნიშნულ გზებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და დამონტაჟდება საკომუნიკაციო სისტემები. რაც შეეხება ე.წ.-ლი ჭაობის დასახლების რეაბილიოტაციას, 100 მილიონიანი პროექტი 2018 წლამდეა გაწერილი. 

ამავე კატეგორიაში