გოდერძზე საკურორტო სეზონი გაიხსნა

28 დეკემბერი 2018, 00:00 3090 ნახვა

გოდერძზე საკურორტო სეზონი გაიხსნა. კურორტზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. კოცონი, ელექტრონული მუსიკა და გასართობი თამაშები ბავშვებისთვის-გართობისა და სრიალის მოყვარულები დღეს გოდერძზე შეიკრიბნენ. ამ დროისთვის კურორტზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს, რომელიც 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასა ემსახურება. კურორტზე მისასვლელი გზა, როგორც მთავრობის წევრებმა დღეს განაცხადეს,  გაზაფხულისთვის მოწესრიგდება. 6 კოტეჯი, ორი სასტუმრო და 13 საოჯახო ტიპის სასტუმრო- კურორტზე ერთდროულად 280-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში