Vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

17 დეკემბერი 2018, 00:00 1697 ნახვა

ᴠᴀʟɪ.ɢᴇ-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:  "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია",  "გრანატ კაპიტალი", "გრანატ ინვესთმენთი",  "პრობლემური აქტივების ბიურო“, "ფინანსური ბიურო", "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" და შპს "ფინანსური სექტორი".

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483 მსესხებლის, მილიარდზე მეტი ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3 მილიარდ 682 მილიონ 200 ათასია.  

ვებგვერდზე სულ ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები.

ამავე კატეგორიაში