თორნიკე რიჟვაძის განცხადების გამო, ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო

14 დეკემბერი 2018, 00:00 3376 ნახვა

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა მთავრობის თავმჯდომარის განცხადების გამო იკამათეს.  ხმაური  მირდატ ქამადაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპონენტებისგან თორნიკე რიჟვაძის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შეფასება მოითხოვა.

ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიტიკოსისგან მიუღებლად მიიჩნევს პირადი შურისძიების მუქარას. საკრებულოს თავმჯდომარე კი პირიქით, გაერთიანებულ ოპოზიციას სთხოვს ბოდიშის მოხდას, მისი თქმით, მთავრობის თავმჯდომარემ ამ განცხადებით, რეგიონის მოსახლეობის ღირსება დაიცვა. რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ჯელალ ქიქავამ,  ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში აჭარაში, ხალხის რევოლუციურ განწყობაზე ისაუბრა, რაც შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა რეგიონის პირველი პირისთვის. თორნიკე რიჟვაძემ  საპასუხოდ განაცხადა, რომ „პირადად იძიებს შურს ყველა ადამიანზე, ვინც რეგიონის მოსახლეობის  ღირსების შეურაცხყოფას გაბედავს“. 

ამავე კატეგორიაში