სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

13 დეკემბერი 2018, 00:00 2348 ნახვა

თურქეთში  ჩქაროსნული  მატარებელი ჯერ ლოკომოტივს შეეჯახა, შემდეგ  კი  სარკინიგზო  სადგურის  გადასასვლელს. სარკინიგზო კატასტროფის  შედეგად  დაიღუპა 9 და დაშავდა 46 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მაშველებს  დეფორმირებული ვაგონებიდან მგზავრები გამოჰყავდათ.

ინციდენტი ანკარის დასავლეთში მარსანდიზის სადგურში მოხდა.  მატარებელი  ანკარიდან  კონიას პროვინციაში  მიემგზავრებოდა. მარსანდიზის სადგური  ანკარის მთავარი სადგურიდან 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  

ანკარის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა, რომ  ავარია  ჩქაროსნულმა მატარებელმა გამოიწვია, რომელიც იმავე ლიანდაგზე მოძრავ  ლოკომოტივს შეეჯახა. უცნობია თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ჩქაროსნული მატარებელი ავარიის დროს.

ამავე კატეგორიაში