16 დეკემბერს ოპოზიცია აქციებს გამართავს

12 დეკემბერი 2018, 00:00 1643 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს, მათი წარმომადგენლების თქმით, აქცია მშვიდობიანი ფორმით ჩატარდება, ასევე იგეგმება საპროტესტო აქციების სხვა ქალაქებში გამართვაც.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და ამბობენ, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მას სურს აქციაზე მისვლა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი მივა თუ არა აქციაზე, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია გაერთიანებული ოპოზიციის სულისკვეთებაზე, დეპუტატს მიაჩნია, რომ ნათელი უნდა იყოს აქციის ზუსტი მიზნები და ამოცანები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი