შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

08 დეკემბერი 2018, 00:00 1409 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოეხსნა. უმაღლესი სასწავლებლის ადვოკატის განცხადებით ავტორიზაციის საბჭომ გაიზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიცია და ძალაში დატოვა უნივერსიტეტის ავტორიზაცია 6 წლის ვადით. უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს განცხადებით, რათა მომავალ სემესტრში სტუდენტებს, რომლებმაც წელს მათთან ჩააბარეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაბრუნდნენ.

უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით 2018 წლის აგვისტოში შეეზღუდა. ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად უნივერსიტეტის ფინანსური პრობლემები, კერძოდ საგადასახადო ჯარიმა, 700 ათასი ლარი დასახელდა, რაც უნივერსიტეტმა 26 აგვისტოს გადაიხადა. თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში ავტორიზაციის საბჭომ ისევ იმსჯელა სტუდენტების მიღების უფლების საკითხზე და უნივერსიტეტს ეს უფლება მისცა.

ამავე კატეგორიაში