იაპონიის ზღვაში ამერიკული ავიაგამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა

06 დეკემბერი 2018, 00:00 1833 ნახვა

იაპონიის ზღვაში ამერიკული ავიაგამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა.  ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ თვითმფრინავს საწვავით ავსებდნენ.  ბორტებზე მყოფი 7 სამხედროდან 6 დაკარგულად მიიჩნევა. ერთი მაშველებმა გადაარჩინეს.

ტრაგიკული ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია. ორივე თვითმფრინავი იაპონიაში მდებარე ივკუნის  სამხედრო ბაზაზე იყო დისლოცირებული და დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.

ამავე კატეგორიაში