სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 წლის ბიჭი დაშავდა

06 დეკემბერი 2018, 00:00 3121 ნახვა

 გუშინ, 5 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, ქედაში, სოფელ გობრონეთში ნუგზარ ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა, სადაც მხოლოდ 17 წლის არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ცეცხლის ჩაქრობა მეზობლებმა და მოგვიანებით მეხანძრეებმა მანამ მოახერხეს, ვიდრე სახლი მთლიანად დაიწვებოდა.

17 წლის ბიჭი ჯერ ქედის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი ბათუმში დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სახლის მხოლოდ სამი ოთახი. განადგურდა ტექნიკა და ინვენტარი. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს დაითვლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ ბოლქვაძეების ოჯახს.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში