დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარდგენა

31 ივლისი 2016, 00:00 2625 ნახვა

2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაასახელებს. პრეზენტაცია,  ღია ცის  ქვეშ, ბათუმის ოფისის წინ,   საღამოს  8 საათზეა დაგეგმილი.   ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გარდა  დღესვე პარტია  ხელვაჩაურის მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები  იქნებიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე. მაჟორიტარ კანდიდატებად კი  მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე არიან  წარდგენილები.

ამავე კატეგორიაში