მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა - ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

04 დეკემბერი 2018, 00:00 7970 ნახვა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით ის სწრაფად მოძრაობდა.

დაშავებულია ახლგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც იმყოფებიან. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში