ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა

03 დეკემბერი 2018, 00:00 1271 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შეწყდა. სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ იყო მომზადებული. მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც მათი თქმით, შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა უკვე გაშალეს კარავი რუსთაველის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ დროისთვის კარვების გაშლის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მოსარჩელეებს აინტერესებდათ, რა იყო საფუძველი მაშინ, როდესაც მათ კარვების გაშლა აუკრძალეს.

ამავე კატეგორიაში