''ევროპული საქართველო'' ორ დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს  

30 ნოემბერი 2018, 00:00 1524 ნახვა

''ევროპული საქართველო“ კვირას, 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს –პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს ისაუბრა. პარტიის ლიდერი გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციებს სთავაზობს.

დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.

''შესაბამისად პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვართ სოლიდარული თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ პარტია აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ სპექტრს დაუყონებლივ კონსულტაციები გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად”, – თქვა ბრიფინგზე ბაქრაძემ. 

მშვიდობიანი აქციები გუშინ დაანონსდა. ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზე თქვეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში