ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის პარალელურად ფიქსირდება დარღვევებიც

28 ნოემბერი 2018, 00:00 1660 ნახვა

ზუსტად ორ საათში გახდება ცნობილი ვის გამოუცხადებს საქართველოს მოსახლეობა ნდობას. 20 საათზე ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდება. ეს არის ისტორიული მოვლენა, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. ასევე აღსანიშნავია რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პირველ ტურში სულ 25 კანდიდატი მონაწილეობდა. თუმცა 50  პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა ვერ გადალახა. დღეს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პირველ პირს ბოლოჯერ, 6 წლის ვადით  ირჩევს. 2024  წელს კი მთავარსარდალს  პარლამენტის მიერ  შერჩეული, 300  ხმოსანი  აირჩევს.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის პარალელურად ფიქსირდება დარღვევებიც.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში