ბათუმში 4 საათში ხმის მისაცემად 27 733 ამომრჩეველი მივიდა

28 ნოემბერი 2018, 00:00 2297 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბათუმელი ამომრჩეველი აქტიურობით გამოირჩევა. 4 საათში არჩევანი 27 733 მოქალაქემ უკვე გააკეთა, რაც პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით 7000 მეტია. 

12 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო, რეგისტრირებული ამომრჩევლის 19.27 %-მა. 

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე სამი საჩივარია შესული. სამივე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკუთვნით. ოლქში ამბობენ, რომ დარღვევები ​ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება, კონკრეტულად კი წილისყრის დროს ფუნქციების გადანაწილებას. კომისიის რამდენიმე წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში